საქართველოს ნაკრები ყაზანის გრანდ სლემზე გამოსვლას დღეს  სამი ძიუდოისტით დაიწყებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ყაზანის გრანდ სლემზე გამოსვლას დღეს სამი ძიუდოისტით დაიწყებს #1TVSPORT
ყაზანი 5-7 მაისს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირი იქნება ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებისთვის ყაზანის ტურნირს სალიცენზიო მნიშვნელობა ნაკლებად ექნება და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. ქალთა ნაკრებიდან კი ყაზანს მხოლოდ ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ეწვევა, რომელსაც სარეიტინგო ქულების მოპოვება სჭირდება.

ყაზანის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ათი სპორტსმენით წარდგება: 

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი,
66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი,
73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე,
81კგ – ვლადიმერ ახალკაცი,
90კგ – იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე,
100კგ – ონისე სანებლიძე,
+100კგ – საბა ინანეიშვილი,
52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი.
5 მაისი: -60კგ, -66კგ, -48კგ, 52კგ, -57კგ,
6 მაისი: -73კგ, -81კგ, -63კგ, -70კგ,
7 მაისი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.