საქართველოს ნაკრები წლის შემაჯამებელ ტურნირზე 16 ძიუდოისტით იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები წლის შემაჯამებელ ტურნირზე 16 ძიუდოისტით იასპარეზებს #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში 20-22 დეკემბერს 2022 წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება. მასტერსზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ წონის რეიტინგის პირველ 36 ძიუდოისტს აქვს.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე 16 სპორტსმენით იასპარეზებს.

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალიშვილი, თემურ ნოზაძე;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი;

+ 100 კგ – გურამ თუშიშვილი.

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ – სოფია სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მასტერსი კატარის დედაქალაქ დოჰაში იანვარში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა:

ოქრო: ტატო გრიგალაშვილი (-81), ვარლამ ლიპარტელიანი (-100);

ვერცხლი: ბექა ღვინიაშვილი (-90);

ბრინჯაო: ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა ბექაური (-90).