საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდშია - ესპანეთთან ტრავმირებული ლევან შენგელია ვერ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდშია - ესპანეთთან ტრავმირებული ლევან შენგელია ვერ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ამ მატჩში საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო ლევან შენგელია ვერ დაეხმარება – 27 წლის ფეხბურთელს მხარი აქვს დაზიანებული.

18 ნოემბერს ვილი სანიოლი გუნდს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ავარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაც გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი).

ნახევარმცველები და თვდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).