საქართველოს ნაკრები სკოპიეში დღეს გაემგზავრება - წიტაიშვილი გუნდთან ერთად ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები სკოპიეში დღეს გაემგზავრება - წიტაიშვილი გუნდთან ერთად ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების მეორე დღეს კვლავ ქალაქ რაზგრადში გაჩერდა.

ვილი სანიოლის გუნდმა „ლუდოგორეცის“ საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომჯობინდა და გუნდთან ერთად ემზადება გიორგი წიტაიშვილი, რომელიც გიბრალტართან მატჩის დროს მცირედ დაშავდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს, 7 ივნისს, გაემგზავრება და უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგება. მოგვიანებით, ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.