საქართველოს ნაკრები შვეიცარიაში მიემგზავრება
საქართველოს ნაკრები შვეიცარიაში მიემგზავრება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 15 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შვეიცარიაში გამგზავრებამდე, ჩვენმა გუნდმა გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრებმა ბად ვურისჰოფენში სამდღიანი საწვრთნელი შეკრება გამართა, რის შემდეგაც შვეიცარიის ქალაქ სენტ-გალენში 14 ნოემბერს დილით გაემგზავრება. მოგვიანებით კი, შვეიცარია-საქართველოს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავენ, ვლადიმირ ვაისი კი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 23:45 საათიდან დაიწყებს.