საქართველოს ნაკრები შარჯაში ჩავიდა - ხუთი ფეხბურთელი „ჯვაროსნებს“ საამიროებში შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები შარჯაში ჩავიდა - ხუთი ფეხბურთელი „ჯვაროსნებს“ საამიროებში შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა, სადაც წლის ბოლო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შარჯაში გამგზავრებამდე, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში კვლავ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს შარჯაში შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მატჩის მასპინძელ სტადიონზე 16 ნოემბერს, 18 საათზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, საქართველო), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ჯემალ ტაბიძე („დინამო თბილისი“), საბა საზონოვი (მოსკოვის „დინამო”, რუსეთი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“, საქართველო), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია)

თავდასხმელები: ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას საფეხბურთო სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.