საქართველოს ნაკრები სერბეთის მძლეველი შვეიცარიის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე
საქართველოს ნაკრები სერბეთის მძლეველი შვეიცარიის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე, 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მოგეხსენებათ, ნოემბრის ფანჯარას, რომელშიც გუნდები ორ-ორ მატჩს მართავენ, ფინეთი მასპინძლობს. 28 ნოემბერს შვეიცარიამაც გაიმარჯვა და საქართველომაც. თუ ილიას ზუროსის დამოძღვრილი გუნდის ფინეთთან მოგებას ველოდით (91:85), შვეიცარიამ სენსაცია შემოგვთავაზა – დაამარცხა რა ჯგუფის ფავორიტი სერბეთი (92:90).

ორი წაგების შემდეგ შვეიცარიელებმა დაიბრუნეს ევრობასკეტზე მოხვედრის იმედი. ჩვენი ჯგუფიდან ხომ სამი გუნდი გადის. მათგან ერთი, საქართველო მასპინძლის სტატუსით უკვე გასულია ევრობასკეტზე. დარჩენილი სამი გუნდი ორი ადგილისთვის იბრძვის.

საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში სამი მოგება აქვს, სერბეთს, შვეიცარიასა და ფინეთს თითო გამარჯვება (ორ-ორი მარცხი).

კომენტარი

ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

„შვეიცარიელებს მებრძოლი და მობილური გუნდი ჰყავთ. მათ ეს სერბეთის ძლევითაც დაამტკიცეს. ჩვენი 30 ნოემბრის მეტოქე სამქულიანებს კარგად სტყორცნის და დიდი მოცულობის სამუშაო უნდა გავწიოთ, რომ მათი პერიმეტრიდან შეტევა შევაფერხთ.“

ჯანლუკა ბარილარი, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი:

„საქართველოსთან თებერვალში ვითამაშეთ. დამატებით დროში დავმარცხდით. მოკლედ ვიტყვი – ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.“

შვეიცარია

0 მაიკლ-ოფიკ ნზეგე, 1992, 203 სმ, ლიონსი (შვეიცარია)
1 პატრიკ ბალდასარი, 1986, 200 სმ, ფერარა (იტალია)
4 ჯერემი იაუნინი, 1991, 170 სმ, ლიონსი  (შვეიცარია)
6 ჯონათან კაზადი, 1991, 194 სმ, ლილი (საფრანგეთი)
7 დუშან მლადიანი, 1986, 198 სმ, მასანო  (შვეიცარია)
9 რობერტო კოვაჩი, 1990, 190 სმ, ლიონსი  (შვეიცარია)
10 რობერტ ზინი, 1995, 196 სმ, ფრიბურგი  (შვეიცარია)
12 პოლ გრავე, 1995, 204 სმ, ფრიბურგი
14 ჯონათან დუბასი, 1991, 203 სმ, ტრირი (გერმანია)
20 არნო კოტური, 1995, 203 სმ, ფრიბურგი  (შვეიცარია)
21 მარკო მლადიანი, 1993, 205 სმ, მასანო  (შვეიცარია)
99 ნათან იურკოვიცი, 1995, 202 სმ, ჰაპოელ ბერ შეევა (ისრაელი)

მწვრთნელი: ჯანლუკა ბარილარი