საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუნდს ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ჩვენმა კალათბურთელებმა სტუმრად ისრაელის გუნდი 85-80 დაამარცხეს და პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

16 სექტემბერს გუნდს მეორე მატჩი ელის: თბილისის სპორტის სასახლეში საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება.