საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებში მოხვდა #1TVSPORT

ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, Onefootball-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 36 ნაკრების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდიც მოხვდა.

გამოქვეყნებულ სიაში მცირე უზუსტობაა – საქართველოს ნაკრების გრაფაში 150 მილიონი წერია, როდესაც სინამდვილეში 151,70 მილიონი ევროა. ამის გათვალისწინებით, „ჯვაროსნები“ 34-ე ადგილზე არიან, ასწრებენ რა სლოვაკეთსა (151,48) და საბერძნეთს (150,80).

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების საუკეთესო ათეული

ინგლისი 1,21 მილიარდი

საფრანგეთი 1,18

პორტუგალია 902,00 მილიონი

ბრაზილია 890,00

გერმანია 773,00

არგენტინა 681,00

ესპანეთი 660,00

ხორვატია 333,00

ავსტრია 314.60

მაროკო 299,93

საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი თითქმის სამჯერ აღემატება ჩრდილოეთ მაკედონიას (55,40), ხოლო პოსტსაბჭოეთში მესამეა, პირველზე კი, ტრადიციულად, უკრაინაა (265,00), ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კი მეოთხე პოზიციაზე ვართ.

ევრო 2024-ის შესარჩევი A ჯგუფი

ესპანეთი 660,00

ნორვეგია 416,00

შოტლანდია 243,00

საქართველო 151,70

კვიპროსი 18,15

„ჯვაროსნები“ უსწრებენ ირლანდიას (147,15), უნგრეთს (127.65), ჩეხეთს (123.35), სლოვენიას (91,10), კოსოვოს (89.78), ბოსნია-ჰერცეგოვინა (86.20), რუმინეთს (74.55), ალბანეთს (74.25), ისრაელს (63.95), ისლანდიას (37.85), ჩრდილოეთ ირლანდიას (32.20), ფინეთს (28.03). ბევრი ეს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე წინ არის.

ამ მაჩვენებლით ბევრად ჩამოგვრჩება ერთა ლიგის C დივიზიონის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქე ყაზახეთი (21.55), კავკასიაში კი საქართველოს ნაკრები უპირობო ლიდერია – სომხეთის ჯამური ფასია 30,88 მილიონი, ხოლო აზერბაიჯანის – 15,60.

კომენტარებში წერია, რომ საქართველოს ნაკრების ღირებულების 56 პროცენტს ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შეადგენს. აქვე ვიტყვით, რომ ევრო 2023-ის შემდეგ გაიზარდა ზურიკო დავითაშვილის (3,00), საბა საზონოვისა (3,00) და ირაკლი აზაროვის (1,50) ღირებულება.