საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ FIBA-ს რეიტინგში ხუთი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ FIBA-ს რეიტინგში ხუთი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის წინ საერთაშორისო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ ტურნირზე მონაწილე ნაკრებების არაოფიციალური რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები სიაში დაწინაურდა და გათამაშებას მე-18 ადგილზე ხვდება.

ილიას ზუროსის გუნდმა ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ბოლო ოთხიდან სამი თამაში მოიგო. ჩვენმა გუნდმა იორდანია, მონტენეგრო და ირანი დაამარცხა, ხოლო ავსტრალიასთან მატჩი დათმო.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი წინასვლა საქართველოს აქვს. „ჯვაროსნებმა“ რეიტინგში ხუთი პოზიციით წინ გადაინაცვლეს.

18. საქართველო (+5)

მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე: 1
საუკეთესო შედეგი: დებიუტი
ადგილი FIBA-ს Nike-ის რეიტინგში: 32

„საქართველოს ნაკრებისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველი კვირები იდეალური არ იყო. უკანასკნელ პერიოდში გუნდმა თამაში გააუმჯობესა. საქართველომ დაამარცხა იორდანია, მონტენეგრო და ირანი. ამ შეხვედრების მანძილზე ნაკრებს ქულებით სამმა სხვადასხვა მოთამაშემ ულიდერა – სანდრო მამუკელაშვილმა, გოგა ბითაძემ და გიოგი შერმადინმა.

მათ, შესაძლოა, ვერ დაამარცხონ აშშ, ესპანეთი და საფრანგეთი, თუმცა ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ფავორიტები იქნებიან. ორი გამარჯვება და საქართველო მომდევნო ეტაპზე გავა თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე“, – ვკითხულობთ FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე.

საქართველო უსწრებს კაბო ვერდესა (31-ე ადგილი) და ვენესუელას (25-ე), ხოლო ჩამორჩება სლოვენიას, რომელიც რეიტინგში მერვე ადგილზეა. ეს გუნდები ერთმანეთს 26 აგვისტოდან ოკინავაში დაუპირისპირდებიან.

FIBA-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატს რეიტინგის ლიდერის რანგში აშშ-ის ნაკრები ხვდება, მეორეზე ესპანეთია, ხოლო მესამე ადგილს საფრანგეთი იკავებს.