საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდს იწყებს | ფუტსალი
საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდს იწყებს | ფუტსალი
დღეს, 24 ოქტომბერს, ზელენა-გურაში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩით ავთანდილ ასათიანის გუნდი 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდს დაიწყებს.
 
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები პოლონეთში 22 ოქტომბერს გაემგზავრა. პირველ შესარჩევ ჯგუფში, მასპინძელი პოლონეთისა და ფინეთის გარდა, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ესპანეთიც იქნება. თამაშები 24-27 ოქტომბერს გაიმართება – ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია
მცველები: შოთა თოფურია, რონინიო, ვახტანგ ჯვარაშვილი, თალესი, ფუმასა
თავდამსხმელები: სიმი საიოტი, ჯანო გიორგაია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნუკრი ჭუმბურიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე, გია ნიკვაშვილი.
მეინ რაუნდის განრიგი:
24 ოქტომბერი – 22:00 საათი
პოლონეთი – საქართველო
25 ოქტომბერი – 19:00 საათი
საქართველო – ესპანეთი
27 ოქტომბერი – 20:00 საათი
ფინეთი – საქართველო
დატოვე კომენტარი