საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მზადებას სრული შემადგენლობით განაგრძობს – 19 მარტს საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

20 მარტს ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში ჩაატარებს. ვარჯიშის დაწყებამდე სასტუმრო „სევსამორაში“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

20 მარტის განრიგი:

საქართველოს ნაკრები

16:00 | მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია (სასტუმრო „სევსამორა“, საგურამო);

16:45 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).

ლუქსემბურგის ნაკრები

18:00 | მთავარი მწვრთნელის, ლუკ ჰოლცის პრესკონფერენცია („დინამო არენა“);

19:00 | ლუქსემბურგის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს ევრო 2024-ის საგზურისთვის კვლავ თბილისში მიიღებენ.