საქართველოს ნაკრები ლიტვა-ესტონეთისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ლიტვა-ესტონეთისთვის ემზადება

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეკრიბა და წლის პირველი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 24 მარტს „ჯვაროსნები“ ლიტვას შეხვდებიან, ხოლო 27 მარტს – ესტონეთს. ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი).

„ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, რადგან მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ჯერ მხოლოდ17 ფეხბურთელია. ნაკრებს 20 მარტს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი შეუერთდებიან.