საქართველოს ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს | წყალბურთი
საქართველოს ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს | წყალბურთი

გადაცემა „ტაიმაუტს“საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ესტუმრნენ. წინ ევროპის ჩემპიონატია, სადაც საქართველოს ნაკრები კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ჩვენს ნაკრებს გამარჯვების ყველაზე რეალური შესაძლებლობა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მიეცემა და ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებში იქნება.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მატჩი 14 იანვარს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.