საქართველოს ნაკრები ისრაელში მიემგზავრება
საქართველოს ნაკრები ისრაელში მიემგზავრება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, დილით ადრე, ისრაელში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი, რომელსაც პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ, 16 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში საბერძნეთს დაუპირისპირდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვის საშუალებაც პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.