საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია
საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარში ჩაფრინდა, სადაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გიბრალტარში გადაინაცვლა.

საქართველოს ეროვნული გუნდი შეხვედრის ჩასატარებლად 19 ფეხბურთელით გაემგზავრა. ტრავმების გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ვაკო გვილია ვერ დაეხმარებიან, ხოლო გურამ კაშია ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.