საქართველოს ნაკრები ფუტსალში უკრაინას ამხანაგურ მატჩში შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ფუტსალში უკრაინას ამხანაგურ მატჩში შეხვდება #1TVSPORT

უკრაინის ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩში საქართველოს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს.

უკრაინის ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი კიევში გამართა და რუმინეთთან 2:5 დამარცხდა. მომავალ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ კი 24 სექტემბერს ჩაატარებს. უკრაინის ფუტსალის ნაკრები ტიტულოვანი გუნდია – ორჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2001, 2003), მსოფლიო ჩემპიონატზე კი (1996) მეოთხე ადგილი აქვს დაკავებული.

უკრაინელებმა ევრო 2022-ზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს – გუნდი ჯგუფური ეტაპის ექვს საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა – ზუსტად ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ეს უფლება 10 ქულით მოიპოვა, ხოლო უკრაინელებმა ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო2020-ისთვის მზადება ივნისში დაიწყო და თბილისის ოლიმპიური სასახლეში ლიეტუვასთან ორი მატჩი გამართა – პირველი 2:0 მოიგო, ხოლო მეორე ფრედ (2:2) დაასრულა.