საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობიდან სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით ჩამოვიდა | კრივი

20:41, 17.10.2018

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი 63 კგ. წონით კატეგორიაში ლადო ლომაია გახდა.

ტურნირის ფინალში ლუკა ნიქაბაძე (50 კგ.), გიორგი გეგეჩკორი (60 კგ.) და გიორგი გუცაევი (75 კგ.) გავიდნენ.

სამწუხაროდ, ფინალურ ბრძოლებში სამივე ქართველი მოკრივე დამარცხდა და ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ.

ახალგაზრდულ გუნდს ბექა ლობჟანიძე და ნიკოლოზ იზორია წვრთნიან.

მსგავსი