საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალს „დინამო არენაზე“ გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალს „დინამო არენაზე“ გამართავს #1TVSPORT

ევრო 2023-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოს ახალგფაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ გამართავს – ეს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ნიდერლანდებთან (1:1) მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მიდიოდა მუშაობა, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში „დინამო არენაზე“ გვეთამაშა. ახლა მითხრეს, რომ ეს საკითხი გადაწყდა და მეტოქეს ისევ „დინამო არენაზე“ შევხდებით“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალური თამაში „მიხეილ მესხზე“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.