საქართველოს ნაკრები ესპანეთშია - დღეს „ჯვაროსნები“ ბადახოსში ივარჯიშებენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ესპანეთშია - დღეს „ჯვაროსნები“ ბადახოსში ივარჯიშებენ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთშია და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება. ბათუმიდან ქალაქ ბადახოსში ეროვნული გუნდი ჩარტერული ავიარეისით 3 სექტემბერს ჩავიდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ნაკრები ესპანეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა. კოსოვოსთან ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო ესპანეთში ჩვენი გუნდი ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაფრინდა.

დღეს დაგეგმილია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია, ამის შემდეგ კი გუნდი ესპანეთთან მატჩამდე ერთ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი ქალაქ ბადახოსში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი),

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.