საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება | ძიუდო
საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება | ძიუდო

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, დღეს ქართველი ძიუდოისტები გუნდურ ასპარეზობაში გამოვლენ.

 

ჩვენი ნაკრები მერვედფინალში მაროკოს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 1/4 ფინალში ბრაზილიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალია და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე ვიმყოფებით.

 

დღევანდელი გუნდური შეჯიბრის წინასწარი შეხვედრები 15.30 დაიწყება,ფინალური ბლოკი კი 19.00 საათზე.