საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში პოლონეთს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი კალათბურთელები დღეს, 20:00 საათზე სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდებიან – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს დღევანდელ შეხვედრაში კაპიტანი თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. პირადი მიზეზების გამო რამდენიმე დღის წინ შენგელია ესპანეთში გაემგზავრა, მან ასევე ვერ ითამაშა ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩშიც. შენგელია გუნდს მოგვიანებით, ჩეხეთში შეუერთდება. ქალაქ სოსნოვიეცში პოლონეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების 15 წევრი ემზადება.

პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და კატოვიცეში ხუთ მონაწილე ქვეყანას მიიღებს. ცოტა ხნის წინ პოლონეთის ნაკრებმა ამერიკელი გამთამაშებელი ჯორდან ლოიდი დაიმატა, რომელიც ევროლიგის გასული წლის ფინალისტის, „მონაკოს“ ერთ-ერთი ლიდერია.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე სამი მატჩი უკვე ჩაატარა. ტურნირამდე გუნდი ჩეხეთსაც ესტუმრება, ხოლო ევრობასკეტზე გამოსვლას 28 აგვისტოს, ესპანეთთან შეხვედრით დაიწყებს.