საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში მასპინძელი უნგრეთის ნაკრები 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მონაწილეობა -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა კაპანაძემ მიიღო, რომელმაც ულამაზესი გდებით უნგრელი მეტოქე დაამარცხა და ჩვენ ნაკრებს ფინალის საგზური მოუპოვა.

 

ნახევარფინალამდე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში საფრანგეთი ანგარიშით 4-2 დაამარცხა. ფინალში ჩვენი გუნდი ავსტრიის ან რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.