საქართველოს ნაცვლად ინგლისში - ჩისკო მუნიოსმა „შეფილდ უენსდეი“ ჩაიბარა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშე და ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ინგლისში დაბრუნდა. ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონშიფის „შეფილდ უენსდეის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
42 წლის ჩისკო მუნიოსი, რომელიც „ვალენსიაში“ ევროპის ლიგის გამარჯვებული იყო, 2011–2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას და მის რიგებში ორჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი, ერთხელ კი საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
2019 წლიდან ოფიციალურად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში იყო, ხოლო 2020 წელს – „დინამო თბილისის“ მწვრთნელი. ინგლისში პირველად „უოტფორდი“ ჩაიბარა, წელს კი კვიპროსში „ანორთოსისს“ წვრთნიდა.
ჩისკო მუნიოსი წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებოდა, საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლოს მოლაპარაკება შეწყდა და გუნდში, ესპანელის ნაცვლად, შოტლანდიელი სტივ კინი დანიშნეს.