კარლ ჰარცელი - საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან საარჩევნო თემატიკაზე შემდგომი განხილვები გვექნება
კარლ ჰარცელი - საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან საარჩევნო თემატიკაზე შემდგომი განხილვები გვექნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს აფასებს. ჰარცელი აცხადებს, რომ ელჩებმა არჩევნების შემდეგ ერთობლივი განცხადებით გამოხატეს თავიანთი მოსაზრება, შემდგომი განხილვები კი, მთავრობასთან და პარლამენტთან გაიმართება.

„არჩევნების მეორე დღეს გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება. ეს იყო ელჩების ერთობლივი განცხადება. ჩვენ მივულოცეთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ ხმის მიცემის უფლება გამოიყენეს მშვიდობიანად და წყნარად.  ასევე ნათლად გავუსვით ხაზი იმ ხარვეზებს, რომელიც პირველ და მეორე ტურში დაფიქსირდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ამ პროცესის სწორი და მართებული გაგრძელება, ყურადღება მიექცეს ეუთო-ს დამკვირვებლების მისიის მიერ გაკეთებულ ანგარიშსა და რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რაც არ იყო სწორად გაკეთებული. ჩვენ გვექნება შემდგომი დისკუსიები და განხილვები მთავრობასთან და პარლამენტთან. ასევე მნიშვნელოვანია საჩივრების განხილვა და გამოძიება ყველა იმ დარღვევის, რომელიც დაფიქსირდა. იმედი გვაქვს, ყველა მხარე ერთობლივად იმოქმედებს, ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ევროკავშირი მზად არის, მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს ამ თემაზე დისკუსიებსა და დიალოგს“,-განაცხადა კარლ ჰარცელმა.