საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციამ 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციამ 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციამ 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა.

გასულ წელს საქართველოში შეჯიბრებები ოთხ დისციპლინაში, ჩაშლილად, 16 კატეგორიაში გაიმართა და ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდნენ. ასევე, დაფიქსირდა რეკორდები.

გასულ წელთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჩიქოვანმა პირველ არხთან გააკეთა.

„დღეს გაიმართა 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. შარშან შეჯიბრება ოთხ დისციპლინაში ჩატარდა. საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ ქულების მიხედვით, ჩაშლილად, 16 კატეგორიაში.

ასევე გვქონდა რეკორდები, სხვადასხვა მოტოდრომზე დაფიქსირებული საუკეთესო დროები. ფედერაცია ყველაფერს ცდილობს, რომ მეტი კლუბი ჩამოყალიბდეს, მეტი პროექტი განხორციელდეს და ამ სპორტს მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ.

2025 წელსაც ჩემპიონატი ოთხ დისციპლინაში გაიმართება, წლის ბოლოს კი ქულების მიხედვით ჩემპიონს გამოვავლენთ. ასევე, საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ვიმუშავებთ მსაჯთა გადამზადებასა და მათ ლიცენზირებაზე, რათა ქართველმა მსაჯებმა შეძლონ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო შეჯიბრებების მომსახურებაც, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.