საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში ბექა გორგაძე ლუკა ივანიშვილმა შეცვალა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში ბექა გორგაძე ლუკა ივანიშვილმა შეცვალა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ნიდერლანდების წინააღმდეგ 11 თებერვალს ამსტერდამში ჩაატარებს. ნიდერლანდებში გამგზავრებამდე „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობაში ცვლილება მოხდა –  ძველი ტრავმა გაუმიზეზდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პოს“ მესამეხაზელ ბექა გორგაძეს, მის ნაცვლად ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლბაში ლუკა ივანიშვილი შეიყვანა. რაც შეეხება გორგაძის ტრავმას, ის სერიოზული არ არის და ბექა მალე მწყობრში იქნება.

საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშით 75:12 გერმანიის ნაკრები დაამარცხა.