საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში ჩავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში ჩავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში ჩავიდა და ილ დე ფრანსის რეგიონში დაბანაკდა, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ივარჯიშებს და პარიზში, ტულუზში, ბორდოსა და ნანტში თამაშებამდე ორი დღით ადრე ჩავა.

რეგიონის მერიამ „ბორჯღალოსნებს“ ტრადიციული მიღების ცერემონია მოუწყო. ქართველ მორაგბეებს სიტყვით მიმართეს რეგიონის მერმა და მსოფლიო რაგბის წარმომადგენელმა, ჯონი ჯეფრიმ. თავის მხრივ, ლევან მაისაშვილმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მორაგბეებს 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეებისათვის განკუთვნილი კეპები და მედლები გადაეცათ.

მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება. მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას თბილისის დროით 23:15 საათზე „სენ დენიზე“ ეთამაშება.

მეორე დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ამავე სტადიონზე ავსტრალიას თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო თასზე:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკა აბულაძე („ექსეტერ ჩიფსი“), შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („ბაიონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსტთერი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“).

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო