საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროს საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

13:18, 15.02.2021

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროში გაემგზარვა, სადაც საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ასაკობრივი გუნდი შეჯიბრზე შალვა დუნდუასა და გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით იასპარეზებს.

ტურნირზე საქართველოს სახელით სულ 5 მოკრივე გამოვა.

გიორგი საჯაია – 56 კილოგრამი

არამ ხრიკიანი – 56 კილოგრამი

ლუკა ნიქაბაძე – 60 კილოგრამი

გიორგი ჟორჟოლიანი – 69 კილოგრამი

გიორგი გუცაევი – 81 კილოგრამი

მსგავსი