საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინა დაამარცხა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში უკრაინა 45:28 დაამარცხა და T16-ში (მერვედფინალში) გავიდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარსდგა.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში შეჯიბრება 28 ივლისს, 09:00 საათიდან განახლდება.

25 ივლისს ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა.