საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე | კვიპროსისა და საბერძნეთის ნაკრებები 9-10 აგვისტოს ამხანაგურ ტურნირში ითამაშებენ #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები, კვიპროსისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები 9-10 აგვისტოს ლიმასოლში, ამხანაგურ ტურნირში, ECOMMBX Cup-ში მიიღებენ მონაწილეობას.
კვიპროსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ეს ქვეყანა კონტინენტის პირველობაზე მასპინძლის სტატუსით მოხვდა. ჩემპიონატის C ჯგუფის შეხვედრები ქალაქ ლიმასოლში გაიმართება.
ECOMMBX Cup-ის მონაწილეები, კვიპროსისა და საბერძნეთის გარდა, სერბეთის და ისრაელის ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები იმ არენაზე ჩატარდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფს უნდა უმასპინძლოს. ტურნირზე ვიხილავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტეტოკუნმპო და დენი ავდია არიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე გამოსვლას 28 აგვისტოს დაიწყებს. C ჯგუფის ეგიდით ჩვენი გუნდი კვიპროსს, საბერძნეთს, ესპანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და იტალიას შეხვდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი გუნდი გავა, პლეიოფის შეხვედრებს რიგა მიიღებს.
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.