საქართველოს მეტოქე ერთა ლიგაზე | უკრაინის ნაკრებს, სავარაუდოდ, მირონ მარკევიჩი ჩაიბარებს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინის ნაკრები, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელით გვესტუმრება. ამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად, სერგეი რებროვის ნაცვლად, მირონ მარკევიჩი შეარჩია, – ინფორმაციას ჟურნალისტი იგორ ციგანიკი ავრცელებს.
„ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერგეი რებროვს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი უკვე დაასახელა.
სავარაუდოდ, რებროვთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ლეგენდარული მწვრთნელი მირონ მარკევიჩი, რომელიც „ლურჯ-ყვითლებს“ 2010 წელსაც წვრთნიდა, თუმცა მაშინ მხოლოდ ოთხ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს (3 გამარჯვება, ერთი ფრე)“, – ამტკიცებს იგორ ციგანიკი.
უკრაინულ ფეხბურთში მარკევიჩი ცნობილია ხარკოვის „მეტალისტში“, „კარპატსა“ და „დნიპროში“ მუშაობით. „დნიპრო“ მან 2015 წელს უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას ერთა ლიგის ეგიდით მიმდინარე წლის 28 სექტემბერს და 17 ნოემბერს შეხვდება.