საქართველოს მედიანაკრები ლიეტუვაში ევროპის პირველ ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო მედიანაკრები ლიეტუვაში მიემგზავრება, სადაც 11-15 სექტემბერს ევროპის პირველი ჩემპიონატი გაიმართება.
უკვე მრავალი წელია, საქართველოს მედიანაკრები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობს და ყოველთვის ფავორიტებს შორისაა. წელს კი ოფიციალური მედიაჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა.
ლიეტუვაში 14 ნაკრები იასპარეზებს – პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, საქართველო, ლატვია, ესტონეთი, სერბეთი, დანია და პორტუგალია.
საქართველოს მედიანაკრები უკვე მონაწილეობდა 14 ტურნირში და საპრიზო ადგილი 11-ჯერ მოიპოვა. მათ შორის, 3-ჯერ ოქროს მედალი, 5-ჯერ ვიცე-ჩემპიონობა და 3-ჯერ ბრინჯაოს მედალი.