საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში საფრანგეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში საფრანგეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა Socca (მასტერლიგა) ევროპის ჩემპიონატზე (7X7-ზე ფეხბურთი) პირველი მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და ფრედ ითამაშა – 2:2.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ შესანიშნავად დაიწყეს და თემურ ექიზაშვილისა და გიორგი ენუქიძის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ ფრანგებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ თამაშს გამართავს. 21 მაისს საბერძნეთს შეხვდება, ხოლო 22-ში – ნიდერლანდებს.