საქართველოს კუდოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე 18 მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს კუდოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე 18 მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა – 18 მედალი მოიპოვა (8 ოქრო, 5 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირში საქართველოდან 24 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან მედლის მოპოვება 18-მა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ორი ქართული ფინალი გაიმართა. 19-წლამდელთა შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა თამილა ნაზღაიძემ, რომლისთვისაც ბურგასის მსოფლიო თასი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო.

საქართველო ნაკრების დელეგაციას კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობდა, ნაკრების მთავრი მწვრთნელი კი დავით ყოლბაიაა.