საქართველოს კრივის ფედერაციის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს კრივის ფედერაციის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა 2018 წლის ანგარიში, სადაც განხილული იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც 2018 წელს საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ განახორციელა.

კერძოდ –

– ეროვნული კატეგორიის მსაჯთა სემინარები და მსაჯის როლი საერთაშორისო ტურნირებზე და ევროპის ჩემპიონატებზე
– ევროპის კომისიები და ქართველი მსაჯების ინსტრუქტორი
– „დავით კვაჭაძის სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი“
– ადგილობრივი ტურნირების თანადაფინანსება
– საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის და შეკრებები
– ერთობლივი შეკრებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
– ქართველი მოკრივე გოგონა ევროპის ჩემპიონატზე
– ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წვლილი კრივში
– ქ. თბილისის მერიის წვლილი კრივში

აღნიშნულ შეხვედრაზე ანგარიში წარადგინეს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა. ასევე განხილული იქნა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ ასევე წარადგინა 2019 წელს დაგეგმილი საქართველოში ჩასატარებელი ღონისძიებები და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები,  ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს ქალაქებისა და რაიონების კრივის სკოლების წარმომადგენლები.

წყარო – საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია