საქართველოს კიბერნაკრები მსოფლიოს შესარჩევზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს კიბერნაკრები მსოფლიოს შესარჩევზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კიბერფეხბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის, FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადად ეტაპზე მოსახვედრად ჩვენმა გუნდმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გადალახოს. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კიბერნაკრები ა ჯგუფში მოხვდა, სადაც ბაჰრეინს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყაზახეთს და მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 21 მაისს გაიმართება და გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული გუნდი გადავა. ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით, Fifa 2022-ში გაიმართება. საქართველოს ნაკრების ღირსებას „ლოკომოტივის“ კიბერგუნდის წევრები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი დაიცავენ“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს კიბერნაკრების შესაქმნელად, ჩატარდა ტურნირი, სადაც 16 მონაწილე იყო. 8 გუნდს შორის გამარჯვება „ლოკომოტივის“ კიბერგუნდმა მოიპოვა. The FifaE Nations Cup 2022 დანიაში, კოპენჰაგენში, 27-30 ივლისს გაიმართება.