საქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა
საქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხვალ საქართველოს ეწვევა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ჯეიმს აპატურაი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.