საქართველოს ხვალ გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

17:54, 02.09.2019
Guatemala Foreign minister Sandra Erica Jovel Polanco attends a Foreign Affairs EU - CELAC (Community of Latin American and Caribbean States) ministers meeting at the EU headquarters in Brussels on July 16, 2018. (Photo by JOHN THYS / AFP)        (Photo credit should read JOHN THYS/AFP/Getty Images)

ხვალ საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სანდრა ხოველ პოლანკო ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო უწყებაში მიიღებს ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანი. გვატემალის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სოფო ქაცარავასთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

მსგავსი