საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასი მეათე ადგილზე დაასრულა [ფოტო] #1TVSPORT
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასი მეათე ადგილზე დაასრულა [ფოტო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე 16 იანვარს ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა. 17-ში კი გაიმართა გუნდური შეჯიბრება ხმლით ფარიკაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იბრძოდა მედლებისთვის.

პირველ ეტაპზე ქართველებმა საუდის არაბეთი 45:23 დაამარცხეს, ხოლო 1/6 ფინალში რუსეთთან 40:45 დათმეს, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო.

ახალ მიზნამდე ქართველებმა სამი ბრძოლა გამართეს – დაამარცხეს ჰონგ კონგი (45:30), იაპონია (45:43), თუმცა წააგეს ამერიკასთან (30:45).

შესაბამისად, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს თასი მეათე ადგილზე დაასრულა.

ვაჟთა შორის გუნდურ სეჯიბრებაში პირველობა არავის დაუთმო კორეის ნაკრებმა, ხოლო ქალებში ჩემპიონები ფრანგები გახდნენ.