საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში გაემგზავრა
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში გაემგზავრა

1-3 თებერვალს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს „SABRE DE WOLODYJOWSKI“ უმასპინძლებს. აღნიშნული შეჯიბრი საქართველოს ხმლით მოასპარეზე ვაჟთა ნაკრებისთვის წელს პირველია, რომლისთვისაც 2019 წელი უმნიშვნელოვანესია. მეტწილად სწორედ წელს მოპოვებული სარეიტინგო ქულები გადაწყვეტს, ხმლით მოფარიკავეთა მთავარი მიზნის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების საკითხს.

საქართველოს ნაკრები ვარშავაში დღეს გაემგზავრა – სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიშა მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და საბა სულამანიძე ინდივიდუალურ შეჯიბრში, პირველ და ორ თებერვალს იასპარეზებენ. სამ თებერვალს კი საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში გამოვა.

ვარშავაში საქართველოს ნაკრების ახალი სპორტული ფორმით გაემგზავრა, რომელიც „ოლიმპიური გუნდისთვის“, პირადად ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ შეიძინა.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური