საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებს თბილისში უმასპინძლა და 28:26 გაიმარჯვა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლოს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა – 15:14.

მეორე ნახევარში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო. პირველ ორ ტურში ჩვენი ეროვნული გუნდი ისლანდიასა და საბერძნეთთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას საქართველო 16 მარტს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან სტუმრად გამართავს.

კონტინენტის პირველობაზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები პირდაპირ გადიან. ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურს ასევე მოიპოვებს ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი. საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა ჯგუფია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი მატჩები:

16 მარტი | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო