საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ 10-12 იანვარს, იტალიაში ჩაატარებს, ხოლო ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელი პლეი-ოფის თამაში ფინეთის გუნდიდ წინააღმდეგ 19-26 იანვრის შუალედში გაიმართება.

შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის წილისყრა დღეს გაიმართა და მასპინძლობის უფლება იტალიას, ლიეტუვას და თურქეთს ერგოთ. მეორე პრიორიტეტი ჩვენს ჯგუფში საქართველოს აქვს, მაგრამ იტალიის ფედერაცია ნამდვილად აპირებს კვალიფიკაციის მატჩების მასპინძლობას და დრო და ადგილიც შერჩეული აქვს – ქალაქი პესკარა, 2020 წლის 10-12 იანვარი. კლასიკური განრიგით პირველ ტურში რუმინეთთან თამაში გვიწევს, 11 იანვარს იტალიასთან, ხოლო 12 იანვარს კოსოვოს ნაკრებს დავუპირისპირდებით.

რაც შეეხება ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირის მეორე რაუნდს მეტოქედ გვერგო ფინეთი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს მიმოსვლით თამაშობს და ექვსივე სათამაშო დღე ოქტომბერსა და იანვრის პირველ ნახევარში დაკავებული აქვს. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შუალედი – 19-დან 26 იანვრამდე. უკვე ცნობილია, რომ პირველი მატჩი საქართველოში გაიმართება.

საქართველო-ფინეთისა და კიდევ ორი წყვილის გამარჯვებულები 2020 წლის ოქტომბრიდან ორწრიან შესარჩევ ტურნირში ჩაებმებიან, სადაც ევროპის უძლიერესი 32 გუნდი ითამაშებს და შეიქმნება 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ფინალურ ეტაპზე ჯგუფების 2-2 საუკეთესო ნაკრები და ჯგუფებს შორის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი იასპარზებს.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი იანვარში სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატს 2021 წლის იანვარში ეგვიპტე უმასპინძლებს.