საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

23:20, 16.06.2019

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კუბის ნაკრებს შედეგით 31:21 სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პლეიოფის საგზური მოიპოვა.

მსგავსი