საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიევის „დინამოს" გენერალური დირექტორი მიიღო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიევის „დინამოს" გენერალური დირექტორი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიევის „დინამოს” გენერალური დირექტორი რევაზ ჭოხონელიძე მიიღო და დალოცა.

რევაზ ჭოხონელიძე ილია მეორეს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად ეწვია.

რევაზ ჭოხონელიძე ყველაზე წარმატებული ქართველი მენეჯერია. 71 წლის ქართველი სპეციალისტი იყო თბილისის „დინამოს” ქუთაისის „ტორპედოს” და პეტერბურგის „დინამოს” მოთამაშე, 1986 წელს კი, სამწვრთნელო კარიერის დაწყების მიზნით, იტალიაში წავიდა, სადაც პროფილი შეიცვალა და მენეჯერობა დაიწყო.

ჭოხონელიძე იყო ჯერ შვეიცარიული კლუბების, „სერვეტის“, „გრასჰოპერის” და „ლოზანას” სელექციონერი, ხოლო 90-იანი წლებიდან მილანური გრანდების, „ინტერის“ და „მილანის“ სელექციონერი იყო სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

რევაზ ჭოხონელიძემ კახაც კალაძის წარმატებულ კარიერში დიდი როლი ითამაშა. მისი ინიციატივა იყო „მილანში“ ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძის ტრანსფერები. ის კიევის „დინამოში“ 2007 წელს მიიწვიეს და დღემდე გუნდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.