საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთში მიემგზავრება
საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთში მიემგზავრება

ილიას ზუროსმა საბერძნეთთან სათამაშოდ მოთამაშეები შეარჩია, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით მიემგზავრება.

თად მაკფაფენი ეროვნულ გუნდს ჰერაკლიონში შეუერთდება. სწორედ ამ ქალაქში იმართება ბერძნულ-ქართული დაპირისპირება. საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე დააკლდებიან, ზუროსის გუნდს ვერც ბექა ბურჯანაძე დაეხმარება. ბერძენ სპეციალისტს საქმეში ვერც სანდრო მამუკელაშვილის ხილვა შეეძლება. ახალგაზრდა მოთამაშე ამერიკის კოლეჯის გუნდმა, „სეტონ ჰილმა“ არ გამოუშვა, მიზეზი – რიგითი კალენდარული შეხვედრაა.

საბერძნეთისა და საქართველოს შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი