საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ღონისძიება „ჰოლიდეი ინში“
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ღონისძიება „ჰოლიდეი ინში“

დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება გაიმართა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლებთან ერთად 2020 წლის საქართველოს თასის კენჭისყრა ჩაატაა. სუპერლიგის 11 და „ა“ ლიგის 5 გუნდი ერთმანეთში გადანაწილდნენ.

კენჭისყრის შემდეგ პაატა გურასპაულმა გასული წელი შეაჯამა და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. გურასპაულის განცახდებით „ევრობასკეთ 2021“-ის საკალათბურთო არენის ფუნქციას დიდი ალბათობით „თბილისის ოლიმპიური სასახლე“ შეასრულებს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და ფიბა-ს მოთხოვნების და ვალდებულებების გათვალისწინებით გადაკეთდება. პაატა გურასპაულის თქმით, უახლოეს მომავალში მოსახლეობა ახალი არენის შესახებ უფრო დეტალურად შეიტყობს.