საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს, ეროვნული ნაკრების ღირსებას
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს, ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საქართველოს ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცკსა-ში გადასვლას განცხადებით გამოეხმაურა.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!“ – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ოფიციალურად დღეს გადავიდა.

დატოვე კომენტარი