საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 თებერვალს გამართავს. „ჯვაროსნები“ დანიას ესტუმრებიან, 26 თებერვალს კი სერბეთს უმასპინძლებენ. ამ სამი გუნდის გარდა, ჩვენს ჯგუფშია მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ფინალურ ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფიდან სამი გუნდი იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა კარს მომდგარი მატჩების წინ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია, რომელიც უშუალოდ მატჩების წინ 13-14 კალათბურთელამდე შემცირდება. ნაკრებში სიახლეა – ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად ჯო ტომასონი ითამაშებს.