საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თებერვალში გამართული ორივე მატჩი საბერძნეთთან და ესტონეთთან წააგო, ფიბას ოფიციალურ რეიტინგში გუნმდა 27-დან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, რუსეთის ეროვნული გუნდი მე-11 დან მე-10 ადგილზე გადავიდა. ცხრილის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საკალათბურთო ნაკრებია.